31.10.2026 17:16
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან.
„გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე", - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება.