30.10.2026 17:31
ევროპარლამენტის 12-კაციანი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა და პეკინს ჩინური იაფი პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვისკენ მოუწოდებენ.
ევროპელი კანონმდებლების განცხადებით, ჩინეთის ექსპორტზე ორიენტირებული ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელი ევროკავშირისთვის მდგრადი არ არის და ევროპულ წარმოებასა და სამუშაო ადგილებს მასობრივი შემცირების საფრთხეს უქმნის.
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ აღნიშნა, რომ მიმდინარე თვეში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვაზე მიღწეული შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია. ბრიუსელი პეკინისგან ანალოგიურ ნაბიჯებს სხვა სამრეწველო სექტორებშიც მოელის. ოქტომბრის შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე 4 წლის ვადით წლიური კვოტა - 350 000 ერთეული დაწესდა.
ევროპარლამენტარ პასკალ კანფინის განცხადებით, ჩინეთთან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტმა რეკორდულ 360 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ თუ ჩინეთი ბაზრის დემპინგს არ შეაჩერებს, ევროპულ ინდუსტრიას უმძიმესი დარტყმა ელის. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ევროკომისია უკვე განიხილავს ცალმხრივი კვოტებისა და ტარიფების დაწესებას ჩინური ქიმიური პროდუქციისა და სამრეწველო დანადგარების იმპორტზე. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2027 წლის მარტამდე გაგრძელდება.