30.10.2026 14:48
ამერიკელი მილიარდერი და ტექნოლოგიური გიგანტი ილონ მასკი აშშ-ის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე ამომრჩევლებს რესპუბლიკელი სენატორების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მასკის განცხადებით, მისი ყველაზე დიდი შეშფოთება უკავშირდება სცენარს, სადაც დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატასა (წარმომადგენელთა პალატა, სენატი) და საპრეზიდენტო არჩევნებში სრულ გამარჯვებას მოიპოვებს. ბიზნესმენის მტკიცებით, ასეთი "სრული გამარჯვების" შემთხვევაში დემოკრატები რამდენიმე რადიკალურ ნაბიჯს გადადგამენ მუდმივი ძალაუფლების შესანარჩუნებლად:
1. სენატში აბსოლუტურ უმრავლესობას უზრუნველყოფენ ვაშინგტონისა და პუერტო-რიკოს შტატებისთვის.
2. გახსნიან საზღვრებს და დააკანონებენ ყველას, ვინც ამერიკაში არალეგალურად ცხოვრობს, რათა მუდმივი უმრავლესობა განიმტკიცონ.
3. გაზრდიან უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, რათა დაუყოვნებლივ მოიპოვონ უმრავლესობა.
"ეს გამოიწვევს იმას, რომ ამერიკა მუდმივ ერთპარტიულ სახელმწიფოდ იქცევა და დემოკრატია, ამ სიტყვის რაიმე მნიშვნელოვანი გაგებით, არსებობას შეწყვეტს", — წერს ილონ მასკი.
მილიარდერის თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად სრულიად საკმარისია, რომ სენატში, მინიმუმ, 51 რესპუბლიკელი სენატორი შევიდეს.
"იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, 2029 წელს 51 რესპუბლიკელი სენატორიც საკმარისია. სწორედ ამიტომ უნდა მისცეთ ხმა რესპუბლიკელ სენატორებს ამ არჩევნებზე. სხვა მიზეზებს ამასთან შედარებით მნიშვნელობა არ აქვს",-წერს მასკი.