პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე აზერბაიჯანი თურქეთის ნაცვლად მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს უჭერს 30.10.2026 14:19

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ბოლო დღეებში წარმოქმნილი დიპლომატიური უთანხმოება ახალ ფაზაში გადადის. ბაქომ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე თურქეთის სავარაუდო კანდიდატის ნაცვლად, მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) წარმომადგენელს გამოუცხადა.


27 ოქტომბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ბაქო „მიესალმება" არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) ინიციატივას - გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ლანა ზაქი ნუსეიბეს კანდიდატურის წარდგენას.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც თურქეთი იმავე პოზიციაზე საკუთარი კანდიდატის - გამოცდილი დიპლომატის, ფერიდუნ სინირლიოღლუს წარდგენას განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ არ წერია, რომ აზერბაიჯანი ხმას აუცილებლად ნუსეიბეს მისცემს ან თურქეთის კანდიდატურას უარყოფს, თურქული მედია ამ ნაბიჯს ცალსახად ანკარის საწინააღმდეგო არჩევნად აფასებს.

თურქული გამოცემები (Sözcü, Birgün, Karar) ბაქოს ამ გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში განვითარებულ დიპლომატიურ კრიზისს უკავშირებენ - კერძოდ, აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვასა და თურქი პოლიტიკოსების მხრიდან ამ ფაქტის მწვავე კრიტიკას, რამაც ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ურთიერთობები გაამწვავა.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ