29.10.2026 19:38
"პოლონეთის ოპოზიციური პარტია "კანონი და სამართლიანობის" (PiS) ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, თუ ევროკავშირი არ შეიცვლება, პოლონეთმა მისი დატოვების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
კაჩინსკიმ Krynica-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირს რადიკალური ცვლილებები სჭირდება
"ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა. ჩემი პოლიტიკური პარტიის რწმენა, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ეს ბევრი პოლონელის რწმენაა", — განაცხადა PiS-ის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ევროკავშირში რეფორმების მისაღწევად სხვადასხვა მეთოდებთან ერთად არსებობს „მკაცრი და სარისკო მეთოდიც“, რაც სხვა საშუალებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.
მისი თქმით, ევროკავშირის რეფორმირების სხვადასხვა გზასთან ერთად არსებობს "მკაცრი და სარისკო მეთოდიც", რაც სხვა საშუალებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.
"ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება და ჩვენ უბრალოდ უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს რთული, სარისკო მეთოდია, მაგრამ საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ღირს ამ მეთოდის გამოყენება, თუ სხვა გზები შედეგს არ იძლევა", — აღნიშნა კაჩინსკიმ.
კაჩინსკის განცხადებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, PiS-ის ლიდერმა ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
"სწორედ ასეთი საკითხის გარშემო მიმდინარეობს დღეს პოლონეთში ბრძოლა. ეს რთული ბრძოლაა. მის წაგებას არ ვაპირებ", — დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.
კაჩინსკი პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერია და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმაა. ლეხ კაჩინსკი 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.