29.10.2026 12:09
29 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:51 საათისთვის, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 1,1%-ით შემცირდა და ბარელზე 114,10 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 1,3%-ით დაეცა — 101,45 დოლარამდე.
Reuters-ის ინფორმაციით, ფასების შემცირება უკავშირდება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო განახლების მოლოდინს. ვაშინგტონიდან თეირანისთვის გაგზავნილი წერილისა და კატარის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიური მცდელობების ფონზე ბაზარზე დაძაბულობა ნაწილობრივ შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ნავთობის ბაზარზე ვითარება არასტაბილური რჩება. ჰუსიტების თავდასხმები, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების საფრთხე და ირანის წინააღმდეგ ახალი ამერიკული დარტყმების შესაძლებლობა ფასების მკვეთრი ცვლილების რისკს ინარჩუნებს.