Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა 28.10.2026 20:35

 

„ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა", - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმავე სარკინიგზო ხაზზე მიმდინარე წელს მომხდარ კიდევ ერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე გაამახვილა, რომელსაც 48 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, უსაფრთხოების სისტემაში არსებული ნებისმიერი ხარვეზი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება,

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა ჩვენი სწრაფი რკინიგზის ქსელის მიმართ. სრულიად მიუღებელია, რომ ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ერთ წელს ორჯერ მოხდეს ასეთი მასშტაბური ავარია", - განაცხადა სანჩესმა.

სამგლოვიარო დღეები ესპანეთში ხვალიდან ამოქმედდება.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ