სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გერმანული მედიის ცნობით, ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა ხუთი ადამიანი 27.10.2026 15:11

 

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედიის ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა ავტობილის შეჩერების მიზნით, ცეცხლი გახსნეს, თუმცა ეჭვმიტანილებმა გაქცევა შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და საპოლიციო თვითმფრინავი იყო მობილიზებული.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ