27.10.2026 12:52
ანტალიაში ტორნადოს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევა სამშენებლო მოედანზე მოხდა. ტორნადომ ის კონტეინერები დააზიანა, სადაც მუშები რჩებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ერთი დაშავებული მუშის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
ქალაქში ძლიერი წვიმის გამო გაფრთხილების „ყვითელი" დონეა გამოცხადებული. მომხდარის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.
„ჩვენ ძალიან უჩვეულო ბუნებრივი მოვლენის წინაშე ვართ, რადგან ქალაქში სხვაგან შტორმი ან ტორნადო არსად არ დაფიქსირებულა. მიმდებარედ შენობები დაზიანებული არ არის, მაგრამ ვართ ტორნადოს წინაშე, რომელმაც ამ ტერიტორიაზე ორი კონტეინერი მთლიანად გაანადგურა", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მომხდარის ადგილზე მივიდა ანტალიის გუბერნატორი. მისი თქმით, ტორნადომ ამწეც წააქცია, თუმცა აღნიშნულს მსხვერპლი არ მოჰყოლია.