სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 27.10.2026 10:27

 

ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმა განახორციელა.

Reuters-ის ინფორმაციით, კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე იწყება და 22:00 საათზე სრულდება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ისრაელის სატელევიზიო არხები ეგზიტპოლების შედეგებს გაავრცელებენ, რაც არჩევნების შედეგების შესახებ პირველ წარმოდგენას შექმნის. ამის შემდეგ დაიწყება არჩევნების შედეგების მიღება. ხმების საბოლოო დათვლა 30 ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

120-ადგილიანი ქნესეთის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა იმართებოდეს, თუმცა ხშირად ვადამდელი არჩევნებიც ტარდება. ქნესეთში ადგილები პროპორციული სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ნაწილდება; მანდატების მისაღებად პარტიებმა 3.25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. ხმების საბოლოო დათვლის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებს გაესაუბრება იმის გსარკვევად, ვის ისურვებენ პრემიერ-მინისტრად; ამის შემდეგ ის დაასახელებს კანდიდატს, რომელსაც, მისი აზრით, მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი აქვს. შერჩეულ კანდიდატს მთავრობის ფორმირებისთვის 42 დღემდე ვადა აქვს.

Reuters-ი წერს, რომ ისრაელში არცერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია დამოუკიდებლად უმრავლესობა, ამიტომ მთავრობას პარტიული კოალიცია აყალიბებს, ხოლო მოლაპარაკებები ხშირად კვირების განმავლობაში გრძელდება. ქნესეთში თითოეულ მანდატს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ფორმირებას ვერ მოახერხებს, შესაძლებლობა სხვებსაც მიეცემათ. თუ მთავრობის შექმნა ვერ ხერხდება, ინიშნება ახალი არჩევნები, ხოლო მოქმედი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ