26.10.2026 23:24
Associated Press-ის 26 ოქტომბრის მიმოხილვის მიხედვით, ირანთან ომის დაწყების შემდეგ აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი გალონზე 2,98 დოლარიდან 4,29 დოლარამდე გაიზარდა, დიზელის კი — 3,76 დოლარიდან 6,35 დოლარამდე.
ტრამპი საწვავის გაძვირებას ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის გადასახდელ ფასად წარმოაჩენს, თუმცა მისმა ადმინისტრაციამ ფასების შესამცირებლად რამდენიმე ზომაც განიხილა.
საწვავის გაძვირება ამერიკული ოჯახების, ფერმერებისა და გადამზიდავი კომპანიების ხარჯებს ზრდის.
ენერგეტიკული კრიზისი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ.