ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ერთადერთი კომპასი თურქეთის ინტერესებია 26.10.2026 22:26

 

პოლიტიკასა და საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ერთადერთი კომპასი თურქეთის ინტერესებია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თუნდაც ამას გარკვეული საფასურის გადახდა დასჭირდეს, ჩვენ არასდროს ვიყოყმანებთ, გავაკეთოთ ის, რაც სწორი და სასარგებლოა თურქეთისა და თურქი ერისთვის", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა კუთხეში მშვიდობა და სიმშვიდე სუფევს და ეს არის ქვეყანა, სადაც 86 მილიონი ადამიანი ერთიანობასა და ჰარმონიაში ცხოვრობს.

„ეს არის მშვიდობის ნავსაყუდელი თავის რეგიონში. თუ არიან ისეთები, რომლებიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით გამხნევებულნი, მსგავსი მცდელობის განხორციელებაზე ოცნებობენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თურქეთი ქუჩაში არ უპოვიათ; და არც ისეთი ქვეყანაა, რომელიც ქუჩას გადაეცემა", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ანკარა იბრძვის ტანჯვის შემსუბუქებისა და სისხლისღვრის შესაჩერებლად, რომელსაც რეგიონში ის ძალები იწვევენ, რომლებიც საკუთარი ექსპანსიონისტური ამბიციებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ