ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რადგან ნობელის პრემია არ მომანიჭეს, ნორვეგიიდან არავინ მინდა - დონალდ ტრამპი 26.10.2026 17:41

აშშ-ის პრეზიდენტმა ნორვეგიას საშინელი ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობა არ სურს.  ამის შესახებ Reuters წერს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპმა ეს განცხადება 25 ოქტომბერს, მიჩიგანის შტატის ქალაქ პორტ-ჰურონში, რესპუბლიკელთა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„რადგან ნობელის პრემია არ მომანიჭეს... ამიტომ ნორვეგიიდან არავინ მინდა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

"რვა ომი მოვაგვარე. არცერთ სხვა პრეზიდენტს ომი არ დაუსრულებია. რვა ომი მოვაგვარე და კიდევ ორი წინ მელოდება. ეს ნამდვილი ომები იყო. პუტინმა ერთ-ერთზე, აზერბაიჯანზე, დამირეკა. ეს ომი 34 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მითხრა: „არ მჯერა, ათი წელია, ამ საკითხის მოგვარებას ვცდილობ. არ მჯერა, რომ შენ ეს მოახერხე". წარმოიდგინეთ, რამდენი რამ მოვაგვარე. ამიტომ ნორვეგიის მიმართ დიდი სიმპათიით არ ვარ განწყობილი. სიმართლე გითხრათ, ნორვეგია საშინელია. ნორვეგია, ფაქტობრივად, ნაგავ ქვეყნად იქცა", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა საფრანგეთში ბოლო პერიოდში მომხდარი არეულობებიც იმიგრაციას დაუკავშირა. Reuters-ის ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან ემიგრანტების მიღებას მიესალმებოდა, თუმცა ნორვეგიელების მიღება არ სურდა.

ეს ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმიღებასთან დაკავშირებული მორიგი მწვავე განცხადებაა. მიმდინარე თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც პრემია ნავი პილაის მიენიჭა, ტრამპმა გადაწყვეტილებას „ნორვეგიისთვის სამარცხვინო ლაქა" უწოდა.

ამასთან, ნობელის მშვიდობის პრემიას ნორვეგიის მთავრობა არ გასცემს - გამარჯვებულს დამოუკიდებელი ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ირჩევს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ტრამპს ჯერ კიდევ იანვარში განუმარტა.

2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ნავანეთჰემ პილეი გახდა - გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე და გაეროს ყოფილი უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ