შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინული მედია: ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ალიმენტისა და მამობრივი უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა 24.10.2026 18:00

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს.

 

ამის შესახებ UA.NEWS გამოცემა „გლავკომზე" დაყრდნობით წერს.

 ელიზავეტა იასკო მიხეილ სააკაშვილისგან მათი საერთო ქალიშვილისთვის ალიმენტის დაკისრებას და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მამობრივი უფლებების ჩამორთმევას ითხოვს.

 

როგორც  უკრაინული მედია  წერს, სასამართლო დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იურისტების შეფასებით, ალიმენტის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა, მამობრივი უფლებების ჩამორთმევასთან შედარებით, შესაძლოა, უფრო მარტივი აღმოჩნდეს.

 

ელიზავეტა იასკომ ქალიშვილის დაბადების შესახებ 2023 წლის 1-ელ ივნისს განაცხადა.

 

2021-2022 წლების ქონებრივ დეკლარაციებში იასკო სააკაშვილს იმ პირად ასახელებდა, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა. 2023 წლიდან სააკაშვილი მის დეკლარაციებში აღარ ფიგურირებდა, თუმცა ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია შენარჩუნდა.


რას ამბობდა იასკო სააკაშვილზე წარსულში

 

2024 წლის სექტემბერში, გამოცემა "გლავკომთან" (Glavkom) ინტერვიუში, ელიზავეტა იასკომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში აღარ ჩადის და ასევე კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე. "ის საკუთარ რეალობაში ცხოვრობს, რაც ძალიან რთულია. მიხეილმა, ფაქტობრივად, თავისი სიცოცხლე შესწირა საქართველოს და იქ დაბრუნებით ბევრ ადამიანს დიდი ტკივილი მიაყენა. და ეს ყველაფერი რისთვის? საქართველოს მომავლისთვის. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ ნაბიჯმა შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა მაშინ იასკომ.

 

2024 წლის სექტემბერში გამოცემა „გლავკომისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელიზავეტა იასკომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში აღარ ჩადის და მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ ბევრ ადამიანს ტკივილი მიაყენა.

 

„ის საკუთარ რეალობაში ცხოვრობს, რომელიც ძალიან რთულია. მიხეილმა არსებითად სიცოცხლე შესწირა საქართველოს და იქ ახლა დაბრუნებით მან უამრავ ადამიანს დიდი ტკივილი მიაყენა. და ეს ყველაფერი რისთვის? საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯმა შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა იასკომ.

 

ადვოკატმა დმიტრო ბუზანოვმა „გლავკომთან" საუბრისას განმარტა, რომ ორივე მშობელი ვალდებულია, სრულწლოვანებამდე უზრუნველყოს შვილი. ეს ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმაზე, იმყოფებიან თუ არა მშობლები ოფიციალურ ქორწინებაში ან როგორია მათი ურთიერთობა.

 

ადვოკატის განმარტებით, მამობრივი უფლებების შესაძლო ჩამორთმევაც კი მშობელს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. შესაბამისად, დავის ამ ნაწილში ერთ-ერთი მთავარი საკითხი გადასახდელი თანხის ოდენობა იქნება.

 

„საკითხი იმაში კი არ არის, დააკისრებს თუ არა სასამართლო ალიმენტს, არამედ იმაში, თუ რა ოდენობით. მოსარჩელე მოპასუხის შემოსავლის ერთ მესამედს ითხოვს. სასამართლომ შესაძლოა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან თანხა შეამციროს, თუ მოპასუხე დაამტკიცებს, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ჰყავს სხვა შვილები ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს", - განმარტა ბუზანოვმა.

მისივე თქმით, ზოგადი წესის თანახმად, ალიმენტი სარჩელის შეტანის მომენტიდან ინიშნება. ამ შემთხვევაში სარჩელი 2026 წლის აპრილში იქნა შეტანილი.

წყარო

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ