შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციების გაგრძელების მოწოდებით გამოდიან 23.10.2026 22:58

 

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციების გაგრძელების მოწოდებით გამოდიან.

საფრანგეთის პრეზიდენტი სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პირველად შეხვდა. ახალგაზრდები პრეზიდენტთან შეხვედრას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდნენ. შეხვედრის შემდეგ სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლებმა დიალოგი კონსტრუქციულად შეაფასეს, თუმცა განაცხადეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. მათი თქმით, პრეზიდენტმა მოუსმინა მათ მოთხოვნებს, მაგრამ ცვლილებებთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი დაპირებები გასცა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. სტუდენტთა წარმომადგენლების განცხადებით, მაკრონი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სისტემის, „პარკურსუპის" სრულ გადახედვას დაჰპირდა. შეხვედრისას იმსჯელეს ბაკალავრიატის გამოცდების სისტემაზე, სასწავლო საათებსა და მასწავლებელთა დეფიციტზე.

შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სტუდენტების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის შემთხვევები იყო. ამასთან, შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სტუდენტების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობა.

თუმცა, სტუდენტთა გაერთიანებების წარმომადგენლები მიღწეული შედეგებით კმაყოფილი არ არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ისინი ახალგაზრდებს მობილიზაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ