23.10.2026 20:51
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, მზად არის, ყოველ წინადადებას ვეტო დაადოს.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტოს დადება დემოკრატებს აიძულებს, მასთან მოლაპარაკებაზე წავიდნენ.
„ვფიქრობ, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, მაგრამ თუ ეს ჩიხი შეიქმნა, ყველაფერს ვეტოს დავადებ, შემდეგ კი დემოკრატებს შეთანხმების დადების სურვილი ექნებათ. ისტორიულად თუ გადავხედავთ, ვეტოს თუ დავადებ და შემდეგ ისინი მოდიან და გეკითხებიან: „როგორ გავაკეთოთ ეს?" და თქვენ შეთანხმებას აღწევთ", - განაცხადა ტრამპმა.