პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
პარიზის გარეუბანში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა 23.10.2026 17:42

საფრანგეთში, იველინის დეპარტამენტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, რომელსაც რამდენიმე წყარო ადასტურებს, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

 

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:30 საათზე ეჭვმიტანილმა ავტომობილიდან ცეცხლი ჯერ ქალაქ ტრაპში, შემდეგ კი კომუნა ლა ვერიერში გახსნა. ის მოგვიანებით კომუნა კუანიერში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

 

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საქმეს თვალს ადევნებს საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა.

 

„უსაფრთხოების ძალებისა და სასამართლო ხელისუფლების ყველა რესურსი სრულად არის მობილიზებული", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ „კომპეტენტური უწყებები ინფორმაციას სათანადო დროს გაავრცელებენ".

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ