პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ტრამპმა მასკს კიევისთვის Starshield-ის სისტემაზე წვდომის აღდგენა მოსთხოვა 23.10.2026 01:51

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს მოსთხოვა, მოხსნას შეზღუდვები უკრაინის მიერ სამხედრო სატელიტური საკომუნიკაციო სისტემა Starshield-ის გამოყენებაზე.

 

ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

მათი ინფორმაციით, სისტემებმა მუშაობა ტრამპსა და მასკს შორის გამართული საუბრიდან მალევე განაახლეს, თუმცა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წინა ნიშნულს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.

 

SpaceX-მა სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თეთრმა სახლმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ სისტემაზე წვდომის შეზღუდვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

20 ოქტომბერს The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება პირადად მასკმა მიიღო. გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში როგორც მასკმა, ისე ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ