ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინული მედია: პოლონეთმა უკრაინისთვის, ახალი სკანდალის ფონზე, შეიარაღების ახალი პაკეტის გადაცემა შეაჩერა 21.10.2026 21:58

 

პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტის გადაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღების გადაცემის პროცესის შეჩერების მიზეზად სახელდება ის, რომ ქალაქ ლვოვის საოლქო საბჭომ 2027 წელი „უკრაინის მეამბოხე არმიისა" და უკრაინელი ნაციონალისტის რომან შუხევიჩის წლად გამოაცხადა.

„მათი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო ახლა აღნიშნული პაკეტის მიწოდება შეჩერებულია. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დახურული არხებით იმისთვის, რათა სწორ ადგილას შექმნილი პრობლემა მოგვარდეს", - ციტირებს მედია საკუთარ წყაროს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ლვოვის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გააკრიტიკა.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ