21.10.2026 19:39
BFMTV-ის დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Elabe-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ფრანგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 17 ოქტომბერს მომხდარი ძალადობის შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა თავად უნდა უზრუნველყოს.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ მომხდარი მოვლენების შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გამო შიში აქვს.
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მოსაზრებებს განსაკუთრებით იზიარებენ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების" ამომრჩევლები.