18.10.2026 23:15
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები, რომ აშშ-მა უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობა შეზღუდა, „უკიდურესად უპასუხისმგებლოა". ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბესენტთან ინტერვიუ მას შემდეგ შედგა, რაც NBC News-მა ინტერვიუ ზელენსკისგან აიღო და მას სხვა თემებთან ერთად სადაზვერვო მონაცემებსა და Starlink-ზე ესაუბრა.
ჟურნალისტმა ბესენტს შეახსენა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ Starlink-ისა და Starshield-ის შეზღუდვის სიგნალი გასცა. რეპორტიორმა ბესენტს სთხოვა, ამაზე კომენტარი გაეკეთებინა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპირისპიროს ამტკიცებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კატეგორიულად განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ეს არავის გაუკეთებია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ასეთი ბრალდებების წაყენება უკიდურესად უპასუხისმგებლოა", - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
კითხვას, თუ რატომ შემცირდა ქსელის მუშაობა, ბესენტმა უპასუხა, რომ „ამის შესახებ არაფერი სმენია".
„გაიგეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა ჩვენ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ. და, იცით, პრეზიდენტ ზელენსკის მართებს, ძალიან ფრთხილად იყოს ასეთი განცხადებების გაკეთებისას, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება", - დასძინა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.