კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„აქ ძალადობის ადგილი არ არის, მოძალადეები პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან“ - ემანუელ მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებზე 18.10.2026 17:42

 

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა. ინფლაციის მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობებში ნახევარი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. დაპირისპირების დროს კიდევ ერთმა დემონსტრანტმა დაკარგა ხელის მტევანი. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, ხოლო მძარცველებმა ათობით მაღაზია გატეხეს და ნივთები მოიპარეს.

მასშტაბური არეულობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო აქციებს მოჰყვა და საფრანგეთში პოლიტიკური გაურკვევლობა კიდევ უფრო გააღრმავა. ექვს თვეში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომლითაც ემანუელ მაკრონი ახალმა პრეზიდენტმა უნდა ჩაანაცვლოს.

"ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის. ისინი, ვინც ნგრევას მიმართეს, თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მუნიციპალიტეტების მერიის შენობებიც კი, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან", - დაწერა მაკრონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

"სამართალდამცავ ძალებს, რომლებიც დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვის გარანტები არიან, მთელი ერის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებ", - დასძინა მაკრონმა.

მაკრონის განმარტებით, ერთიანი დალებით დაუპირისპირდებიან მათ, ვინ ქაოსის დათესვას ცდილობს.

"ჩვენ ყველანი გავერთიანდებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დანგრევა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეშლაა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავენ", - აღნიშნა მან. 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ