18.10.2026 15:14
ფრანგული მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 1 500 მაღაზია და სავაჭრო ობიექტი დაზიანდა, მათი დიდი ნაწილი კი გაძარცვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული ობიექტებისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს მიაღწევს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შაბათს გამართული საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე დაშავდა. დაკავებულია, სულ მცირე, 1800 ადამიანი.