შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
მედია: BlackRock-ის აქტივების რეკორდული მოცულობა აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს შეადგენს 16.10.2026 23:52

 

„BlackRock-ს ახლა ისეთი ოდენობის აქტივები აქვს, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის ნახევარს უტოლდება", - ამის შესახებ ამერიკული წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური საინფორმაციო სააგენტო წერს და უმსხვილესი საინვესტიციო და აქტივების მართვის გიგანტის, BlackRock-ის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს.

BlackRock-მა მესამე კვარტალი მართვის ქვეშ არსებული აქტივების რეკორდული მაჩვენებლით - 15,49 ტრილიონი დოლარით დაასრულა, რაც აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის, დაახლოებით ნახევარია.

კვარტალის განმავლობაში კლიენტების მხრიდან წმინდა შემოდინებამ 205 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - 869 მილიარდი დოლარი.

განსაკუთრებით ძლიერი ზრდა დაფიქსირდა iShares-ის მიმართულებით: მისმა წამყვანმა ETF-ებმა (ბირჟაზე ვაჭრობადმა ფონდებმა), თითქმის 135 მილიარდი დოლარი მოიზიდა.

BlackRock-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 7,75 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 15,93 დოლარს მიაღწია. კომპანიამ ასევე განახორციელა საკუთარი აქციების გამოსყიდვა 550 მილიონი დოლარის ოდენობით.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ