ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ილონ მასკი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში 15.10.2026 21:38

ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპზე, ვლადიმერ პუტინსა და ილონ მასკზე საუბრისას განაცხადა.

 

ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა: „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სანქციები შეუმსუბუქა დიზელის საწვავის სანაცვლოდ. როგორ აღიქვამთ ტრამპსა და პუტინს შორის ამ ურთიერთობების ხასიათს?"

 

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი პიროვნებაა, რომელიც საუბრობს ამაზე დაუფარავად და ხმამაღლა, რომ მას მოსწონს ასეთი ადამიანები და პატივს სცემს მათ. რადგან მისთვის, ლიდერები რომლებიც 20, 30, 40 წელი შეიძლება მართავდნენ, ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, რადგან შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ ფული, ის უმდიდრესი ადამიანია, ყველაზე მდიდარია, პუტინი მეორე უმდიდრესია, მასკი.... არა, მათ არ ვადარებ... თუ შეიძლება ითქვას, ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში", - ამბობს ზელენსკი.

 

კითხვაზე, თუ რამდენად არის გარკვეული ფაქტორი ბიზნესი, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბიზნესინტერესები არსებობს.

 

„ვფიქრობ, მათ სურთ, ჰქონდეთ ენერგეტიკული პროექტები. თუმცა მათთვის რთულია ამის ქონა, როდესაც ევროპაში ომია. ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურად ეს მარტივი არ არის. რადგან ყველას გაუჩნდება კითხვა, როგორაა ეს შესაძლებელი?! როგორ შეიძლება, აწარმოო საქმე მასთან, ვინც ასეთ აგრესიას ავლენს, იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ გადარჩენას, იბრძვიან, იხოციებიან? აქ ბევრი რისკია, დიდი პოლიტიკური გამოწვევა", - ამბობს ზელენსკი.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ