ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რუსეთი თუ საკმარისად სულელი იქნება თავდასხმისთვის, ნახავთ, რისი გაკეთება შეუძლია ნატო-ს - მარკ რუტე 14.10.2026 17:50

რუსეთი თუ საკმარისად სულელი იქნება თავდასხმისთვის, ნახავთ, რა შეუძლია ნატო-ს, გააკეთოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმ,ა მარკ რუტემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მომენტისთვის ვერ ხედავს „გარდაუვალ საფრთხეს" ალიანსის ტერიტორიის წინააღმდეგ.

 

„ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ნატო-ს ტერიტორიის წინააღმდეგ გარდაუვალ საფრთხეს. და თუ ჩვენ დავინახავთ საფრთხის გაზრდას, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ. თუმცა გენერალ გრიკევიჩის მიერ გაკეთებული გზავნილი სრულიად ნათელი იყო. გზავნილი კი ასეთია: ჩვენ დავიცავთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს თუ არა იქ ხალხი, იქნება ეს პარიზთან ახლოს, ტალინთან ახლოს, ვაშინგტონთან ახლოს თუ ოტავასთან ახლოს. ჩვენ დავიცავთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა შემუშავებული. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ გვყავს მოწინავე სახმელეთო ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ამიტომ ეს გზავნილი ნათელია. რა თქმა უნდა, რას გავაკეთებთ ზუსტად, თუ რუსები საკმარისად სულელები იქნებიან თავდასხმისთვის და რას გავაკეთებთ შემდეგ, ამას თავად ნახავთ. ამ თემას არ ჩავუღრმავდები, მაგრამ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ თავს დავიცავთ. თუმცა გრინკევიჩმა ასევე ნათლად თქვა, რომ ეს თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არასდროს, არასდროს განვახორციელებთ თავდასხმას სხვის წინააღმდეგ, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ინტერესები, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი კულტურები, ჩვენი ქვეყნები. სწორედ ამისთვის ვართ აქ და არა იმისთვის, რომ ვინმეს თავს დავესხათ", - განაცხადა რუტემ.

 

ცნობისთვის, ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ალექსუს გრინკევიჩმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვინმე იმდენად უგუნური აღმოჩნდება, რომ ნატო-ს თავს დაესხას, ალიანსი იბრძოლებს. გენერლის თქმით, ალიანსის თავდაცვის გეგმა მოწინააღმდეგის თავდასხმის შეჩერებას, მისი შეტევის შესუსტებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ძალების განადგურებას ითვალისწინებს, რათა ნებისმიერი თავდასხმა სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ