ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 06.10.2026 12:44

 

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში მეცხრე მოწვევის მეორე სესიის სხდომაზე დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

დაპირისპირება „ძლიერი სომხეთის" დეპუტატ ედგარ ღაზარიანის გამოსვლისას დაიწყო. ღაზარიანმა პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანის საქმიანობა გააკრიტიკა და თქვა, რომ დღის წესრიგში ახალი სპიკერის არჩევის საკითხის არშეტანა პარლამენტის ნორმალურ მუშაობას საფრთხეს უქმნის.

ამასთან, ღაზარიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ მიიჩნია და დეპუტატების პრემიების საკითხიც წამოჭრა.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მას გამოსვლა შეაწყვეტინა, მიკროფონი გამოურთო და თქვა, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგს არ შეეხება.

ღაზარიანი სიტყვის უფლებისა და დროის დაბრუნებას ითხოვდა, მას მიკროფონი კვლავ ჩაურთეს, თუმცა რუბინიამა მიკროფონი მალევე გამოურთო. ამის შემდეგ დარბაზში „ძლიერი სომხეთისა" და „სამოქალაქო ხელშეკრულების" ფრაქციების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რომელიც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარების განმუხტვისთვის დარბაზში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, სპიკერმა კი შესვენება გამოაცხადა.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ