30.09.2026 22:58
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ Flydubai-ის რეისის ერთ-ერთი პილოტი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა.
ნეთანიაჰუს თქმით, დუბაიდან ისრაელის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში, რომლის მგზავრების უმეტესობა ისრაელის მოქალაქე იყო, ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტი დანით დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მიწისკენ მიმართვა სცადა.
პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთმა მგზავრმა მას უამბო, რომ თვითმფრინავმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო. მგზავრმა, ეკიპაჟის ერთ წევრთან ერთად, პილოტების კაბინაში შესვლა და დანით შეიარაღებული პილოტის განეიტრალება შეძლო. ნეთანიაჰუს თქმით, პილოტი თვითმფრინავის სისტემების მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა.
შემდეგ კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზება შეძლო. ბორტი საბოლოოდ საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ნეთანიაჰუს განცხადებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო თავდასხმაში ეჭვმიტანილი პილოტი დაკავებულია და მას საუდის არაბეთის ხელისუფლება კითხავს.
„მივესალმები ამ გმირებს, რომლებმაც გამჭრიახობა და განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს. მათ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს და დიდი კატასტროფა აღკვეთეს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ინციდენტს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
"შემთხვევა ჯიჰადისტური თავდასხმის მცდელობა იყო, რომელიც რამდენიმე ისრაელელი მგზავრის მოქმედების შედეგად აღიკვეთა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელის მიზანი თვითმფრინავის ჩამოგდება და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის დაღუპვა იყო",- აღნიშნავს კაცი.