27.09.2026 22:19
27 სექტემბერს რომის პაპ ლეო XIV-ის სპეციალური წარმომადგენელი, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელი, კარდინალი მატეო ზუპი მოსკოვში გაემგზავრება.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 28-30 სექტემბერს მატეო ზუპი რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული პრობლემების განხილვას და უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზების ძიებას.
„დღეს მივემგზავრები. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს არის დაგეგმილი", - განაცხადა ზუპიმ.
მისი თქმით, ეს ვიზიტი იმ ჰუმანიტარული მისიის ნაწილია, რომელიც თავდაპირველად რომის პაპმა ფრანცისკემ დაავალა, შემდეგ კი პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა.