25.09.2026 23:41
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
როგორც ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინულმა არმიამ რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები ზაფხულიდან დაიწყეს, ხოლო ივნისში "40-იანი ოპერაციის" დაწყება დააანონსეს. მისი თქმით, იერიშები მიიტანეს Wildberries-ის საწყობებსა და სხვა არასამხედრო ობიექტებზეც.
"ამას ჩვენს მხარეს გარკვეული ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, მათ სცადეს შავი ზღვის სანაპიროზე ჩვენი საზღვაო ბლოკადის ორგანიზება. მათ 100-ზე მეტი გემი - როგორც რუსული, ისე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები დააზიანეს. დიახ, ჩვენ ეს ყველაფერი აღვადგინეთ", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები პირველმა კიევმა დაიწყო. "მათ დაიწყეს ეს ყველაფერი. ყველა პოზიციაზე მათ დაიწყეს. მერე რა, ეს ხუმრობაა? საბავშვო თამაშია? ასე რომ, მათ უნდა იგრძნონ ეს საპასუხო რუსული დარტყმები", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.