23.09.2026 18:07
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების „მი-8" თვითმფრინავი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 11:08 საათზე ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით შეიჭრა.
„ვერტმფრენი ფრენას ახორციელებდა კალინინგრადის ოლქიდან. მან პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მასში, მაქსიმუმ, დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა და მასში 42 წამის განმავლობაში დარჩა," - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ რუსული ვერტმფრენის ფრენას თვალს ადევნებდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოკაციური სისტემები, ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო სახმელეთო ძალები და საშუალებები მზადყოფნაში იყვნენ.
„ინციდენტის ბუნება იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავ ცდის ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზაობას," - ნათქვამია განცხადებაში.