პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა 11.09.2026 11:28

ტულის ოლქზე უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს.

 

ტულის ოლქის გუბერნატორმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისივე თქმით, გასული ღამის განმავლობაში ტულის ოლქის თავზე 26 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

 

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ცდილობენ დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი მათ უმეტესობას ანადგურებენ.

 

ამასთან, როგორც მედია წერს, საპასუხოდ რუსეთის არმია იერიშებს ახორციელებს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, საწარმოებსა და საწყობებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატო-ს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.

 

ამავე ცნობით, რუსული ძალები იყენებენ დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებსა და შორი მოქმედების ზუსტ იარაღს, რომელსაც, მათი მტკიცებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ