სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მედია: 7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა 07.09.2026 22:11

 

7 სექტემბრის ღამეს ლა მანშის გადაკვეთით დიდ ბრიტანეთში 625 მიგრანტი ჩავიდა. ინფორმაციას მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სქაი ნიუსის" ინფორმაციით, მიგრანტებმა სრუტე რვა ნავით გადაკვეთეს.

მედიის ცნობით, ერთი ნავი ქალაქ პორტსმუთის მისადგომებთან მივიდა, სადაც ანტისაიმიგრაციო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და დაშავდნენ პოლიციის ოფიცრები. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა ლა მანშის სრუტის გავლით ქალაქ პორტსმუთში 140 მიგრანტის ნავით ჩასვლა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, რომელიც ხელკეტებითა და ფარებით იმ სამგზავრო ავტობუსებს იცავდა, რომლებშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ