ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის საფასურს ყველა იხდის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი 07.09.2026 21:27

 

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვიდრე ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება არ განიმუხტება, ნავთობის ფასების ზრდა ყველასთვის გამოწვევად დარჩება.

მისი თქმით, ისრაელის წაქეზებით დაწყებული ომის საფასურს იხდის ყველა, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ამ ომში.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ისრაელის წაქეზებითა და პროვოკაციებით დაწყებული ომის საფასურს მხოლოდ ირანელი ხალხი და ჩვენი მოძმე სპარსეთის ყურის ქვეყნები კი არ იხდიან, არამედ ყველა, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ამ ომში. სწორედ ისრაელის სიცრუემ და საბოტაჟმა ჩაშალა ისლამაბადის შეთანხმებაც, რომელმაც მთელ ჩვენს რეგიონს შვების მომცემი შესაძლებლობა მისცა. ვიდრე ეს რადიკალური მენტალიტეტი, რომელიც მშვიდობის უმცირეს შესაძლებლობასაც კი საფრთხედ აღიქვამს, არ შეიცვლება, ჩვენს რეგიონში კრიზისის ქარიშხალი არ ჩაცხრება", - თქვა ერდოღანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ