ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
GE EN RU
წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2% 07.09.2026 09:52

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

 

ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის" ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.

 

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.

 

ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა" - 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა" - 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.

 

პარტია „ბსვ"-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.

 

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ