06.09.2026 22:07
გერმანიაში საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.
როგორც „როიტერი" იტყობინება, ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რითაც კანცლერ ფრიდრიხ მერცის „კონსერვატორებს" დიდი დარტყმა მიაყენა.
ტელეკომპანია ARD-ის ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო.
მეორე ადგილზე კი, 18.5 %-ით მმართველი სოციალ-დემოკრატიული კავშირია.
ეგზიტპოლის მიხედვით, 9.5%-ით მესამე ადგილი უკავია მემარცხენე პარტიას.
ავტორ(ებ)ი :