06.09.2026 19:02
ისლანდიის სანაპიროებთან, ნატოს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „Northern Viking" გაიმართა, რომელშიც წელს, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკული გემები და თვითმფრინავები მონაწილეობას არ იღებდნენ. აღნიშნულის შესახებ Politico იტყობინება.
სწავლებებში მონაწილეობდნენ გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავები, კანადური სამხედრო ხომალდები და ბელგიური გამანადგურებელი თვითმფრინავები.
წვრთნებს ფრანგი ოფიცერი უძღვებოდა.
როგორც მედიასაშუალება წერს, მოკავშირეების ჩანაფიქრით, მათ უნდა ეჩვენებინათ როგორც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, ისე რუსეთისთვის, რომ ევროპას შეუძლია კონტინენტის დაცვა ამერიკის ლიდერობის გარეშე.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ აგრძელებენ წინსვლას ევროპა და კანადა, ამას ფაქტობრივად ვხედავთ აქ, ისლანდიაში", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მანამდე კი, სამხედრო სწავლება „Northern Viking"-ი ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ტარდებოდა.
ისლანდია მდებარეობს იმ მარშრუტის ცენტრში, რომლის გავლითაც რუსეთის საზღვაო ძალებს შეუძლიათ კოლის ნახევარკუნძულზე მდებარე ბაზებიდან ატომური წყალქვეშა ნავები ატლანტის ოკეანეში გაიყვანონ. ნატოში ამ რეგიონს სტრატეგიულ ზონად მიიჩნევენ.
ავტორ(ებ)ი :