კვირა, 6 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირანის არმიის შტაბის უფროსი: აშშ-ს რომ შეეძლოს ირანში ისე იმოქმედოს, როგორც ვენესუელაში, აქამდე ამას რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდა 06.09.2026 15:05

 

ირანის არმიის შტაბის უფროსის ჰაბიბოლა საიარის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები, იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა. 

„მათ რომ ნამდვილად შეეძლოთ და აპირებდნენ ისე იმოქმედონ, როგორც ვენესუელაში, ისინი ამას აქამდე რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდნენ", - აღნიშნა საიარმა. 

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ ვაშინგტონის სისუსტის ნიშანია. 

საიარიმ ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეკავების ძალას და აგვარებენ ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილ სისუსტეებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ