კვირა, 6 სექტემბერი, 2026
GE EN RU
რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს 06.09.2026 14:41

 

დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა წარუმატებელი სტრატეგია აირჩია, როდესაც ჩათვალა, რომ კიევის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა რუსეთს დაასუსტებდა.

„გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ უკრაინის სრული ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით შეეძლოთ რუსეთის დაჩოქება. ეს სტრატეგია ჩავარდა, თუმცა, დასავლეთი შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს. სიტუაცია სახიფათოა, რადგან უკრაინის შემდგომი მილიტარიზაცია დაძაბულობას და გლობალური კონფლიქტის რისკს გაზრდის", - განაცხადა ფიცომ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ