ანდრეი სიბიგა - უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად შეატყობინა, რომ რუსეთის საჰერო სივრცე უსაფრთხო არაა - ომი სახლში ბრუნდება, რუსეთში 02.09.2026 18:16

 

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად შეატყობინა რუსეთის საჰაერო სივრცეში საფრთხის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

"უკრაინამ ოფიციალურად შეატყობინა ICAO-ს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არაა სამოქალაქო ავიაციისთვის გაზრდილი სამხედრო აქტიურობის გამო. ყველას მოვუწოდებთ, მოერიდონ მას.

რუსეთი განზრახ უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რაც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია, რამაც წინა წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე ინციდენტი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო არაუსაფრთხო ხდება.

ეს ჩვენი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა, ვაცნობოთ ICAO-ს და ყველა ავიაკომპანიას და მთავრობებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ - მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უარს ამბობს მათი ინფორმირების ვალდებულების შესრულებაზე. ჩვენ გვუსრს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები.

ომი სახლში ბრუნდება, რუსეთში. უკრაინა თავდაცვის განუყოფელ უფლებას იყენებს, რომელიც გაეროს ქარტიის 51-ე მუხლითაა გათვალისწინებული," - წერს სიბიგა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ