ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა 01.09.2026 12:08

 

ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის პირობებში გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ჰიდროელექტროსადგურების იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის შედეგად ჩამოშლილ და დატბორილ გვირაბებში დარჩნენ - ასობით ადამიანი კვლავ მიწისქვეშა გვირაბებშია ჩარჩენილი.

სამაშველო ოპერაციაში ნეპალელ სპეციალისტებთან ერთად ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ჯგუფებიც მონაწილეობენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ