ლავროვი: ნატოს სამხედრო გაძლიერება არქტიკაში რუსეთისთვის 31.08.2026 11:47

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატოს მზარდი სამხედრო აქტივობა არქტიკაში რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

 

მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნები ზრდის ისეთი ინციდენტების ალბათობას, რომლებმაც შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვიოს.


ნატომ თებერვალში დაიწყო მისია Arctic Sentry, ხოლო ნორვეგიამ არქტიკაში ახლად შექმნილი სამხედრო ბრიგადა გააფართოვა. რუსეთს რეგიონში განთავსებული აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული იარაღის მატარებელი წყალქვეშა ნავები.


 წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ