31.08.2026 11:25
The Washington Post-ის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 40 წამყვანი მათემატიკოსი OpenAI-ის სან-ფრანცისკოს ოფისში შეიკრიბა მთავარი კითხვით - რა დარჩება ადამიანებისთვის, თუ ხელოვნური ინტელექტი კვლევით მათემატიკაში ადამიანზე ძლიერი გახდება.
OpenAI-მ უკვე გამოაქვეყნა ათი ახალი შედეგი მათემატიკასა და თეორიულ კომპიუტერულ მეცნიერებაში, ხოლო ივნისში გამოქვეყნებულ „ლეიდენის დეკლარაციას" 3 000-ზე მეტი მათემატიკოსი შეუერთდა. დოკუმენტი AI-ის მიერ მიღებული შედეგების მკაცრ გადამოწმებასა და პასუხისმგებლიან გამოყენებას ითხოვს.
ავტორ(ებ)ი :