ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის 30.08.2026 19:41

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა, რომელიც „მძინარა" ჯო ბაიდენის გამო თითქმის მთლიანად დაცარიელდა", - აღნიშნა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მესიჯში.

„რეზერვების ბოლომდე შევსების პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის", - დასძინა ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ