30.08.2026 17:01
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით, ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშკარა ჭეშმარიტება: ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ლე პენის შეფასებით, რეფერენდუმის შედეგები აჩვენებს, რომ ხალხებს უნდა შეეძლოთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, სახელმწიფო ინსტიტუტების და ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობები.
„იმ დროს, როდესაც ზოგიერთი უფრო მეტი ფედერალიზმისა და სუვერენიტეტის ევროკომისიისთვის გადაცემისკენ ისწრაფვის, ეს კენჭისყრა გვახსენებს, რომ შესაძლებელია სხვა ევროპა, თავისუფალი და სუვერენული ერების ევროპა, რომლებიც საერთო ინტერესების საკითხებზე ნებაყოფლობით თანამშრომლობენ", - დაწერა ლე პენმა სოციალურ ქსელში.
ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, ისლანდიის მოსახლეობის 52.5% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხს მხარს არ უჭერს.
ავტორ(ებ)ი :