30.08.2026 14:11
უნგრეთის თავდაცვის ძალებმა ჰაერში ორი გამანადგურებელი მას შემდეგ ააფრინეს, რაც რადარმა "პაქშის" ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით მოძრავი უცნობი თვითმფრინავი დააფიქსირა. ამის შესახებ Daily News Hungary იუწყება.
როგორც აღმოჩნდა, ეს იყო გატაცებული მსუბუქმოტორული თვითმფრინავი Cessna 172, ხოლო საჭესთან 2002 წელს დაბადებული მამაკაცი ეჯდა, რომელიც, უნგრული პრესის ცნობით, შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თვითმფრინავი ქალაქ კალოჩას აეროდრომიდან აფრინდა, საიდანაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაიტაცეს კიდეც. როგორც კი Cessna რადარებზე გამოჩნდა, სამხედროებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს: ჰაერში ორი ამანადგურებელი აფრინდა, რომლებსაც უნდა დაედგინათ, თუ რა თვითმფრინავი იყო და საით მიემართებოდა.
როგორც ცნობილია, "პაქშის" ატომური სადგური ერთადერთია უნგრეთში, რის გამოც ის განსაკუთრებული დაცვის ობიექტია. სამოქალაქო ავიაციას ეკრძალება მასთან 3 კილომეტრზე მეტად მიახლოება, თუ ფრენის სიმაღლე 6000 მეტრზე ნაკლებია. ამიტომ, უცნობი თვითმფრინავის მიახლოება მყისიერად ეროვნული უსაფრთხოების საკითხად ჩაითვალა/
თვითმფრინავი მინდორში დაეშვა.
უნგრეთის თავდაცვის ძალების ყოფილი სარდლის, რომულუს რუსინ-სენდის თქმით, თვითმფრინავის აღმოჩენიდან ინციდენტის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი გავიდა. პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა სოფელ დიერენის სიახლოვეს მდებარე მინდორზე. პოლიციამ და სხვა შესაბამისმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება როგორც თვითმფრინავის გატაცების გარემოებებზე, ისე იმ მიზეზებზე, რამაც პილოტს ატომური სადგურისკენ ფრენა აიძულა. თავად მამაკაცის შესახებ დეტალები ჯერჯერობით ოფიციალურად არ ხმაურდება. გამოძიება გრძელდება.
ავტორ(ებ)ი :