28.08.2026 18:50
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაიტი წელს უკვე მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ფრანკ ვანდენბრუკეს დასცინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ვინ არის ბელგიაში ყველაზე დიდი „ლუზერი"?" - დაწერა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მიერ ბრიუსელში დანიშნულმა ელჩმა სიგარის კოლოფზე გამოსახული ვანდენბრუკეს ფოტოს ზემოთ, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
პოსტი მიზნად ისახავდა მინისტრის იმ ინიციატივის გაშარჟებას, რომელიც ალკოჰოლის რეკლამაში ჯანმრთელობის რისკების შესახებ გამაფრთხილებელი წარწერების შეცვლას ითვალისწინებს. კოლოფზე ვკითხულობთ: „ვნებს ცხოვრებისეული სიხარულის ყველა ფორმას".
„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს", - განუცხადა პრევომ POLITICO-ს.
ავტორ(ებ)ი :