28.08.2026 18:39
ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილ-ივნისში 981 000 ახალგაზრდა არც მუშაობდა, არც სწავლობდა და არც პროფესიულ მომზადებაში მონაწილეობდა.
ეს ქვეყნის 16-24 წლის ახალგაზრდების 13%-ია. მათი რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში კიდევ 30 000-ით გაიზარდა.
მდგომარეობა ბიჭებში უფრო მძიმეა: ახალგაზრდა კაცების 13.7% ამ კატეგორიაშია, ახალგაზრდა ქალებში კი - 12.3%.
მონაცემები ბრიტანეთის ოფიციალურ Labour Force Survey-ს ეფუძნება. ONS აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების მაჩვენებლები შერჩევის ზომის გამო შედარებით მერყევია.
ავტორ(ებ)ი :