სამუდამო პატიმრობამისჯილი რათკო მლადიჩი ჰააგის საპატიმროში გარდაიცვალა 27.08.2026 17:22

 ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი სარდალი რათკო მლადიჩი ჰააგაში, პატიმრობაში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 მლადიჩს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბოლო 15 წელი ჰააგაში პატიმრობაში გაატარა.

 

 ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული. ოჯახი ითხოვდა, რომ მას სიცოცხლის ბოლო პერიოდი სერბეთში, ოჯახის წევრებთან გაეტარებინა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

მლადიჩის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს მისმა ოჯახმაც დაადასტურა.

 

წყარო: RTS 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ