Ipsos: ბრიტანეთში უნივერსიტეტის დიპლომის პრესტიჟი მკვეთრად ეცემა 27.08.2026 16:32

 ბრიტანეთში უნივერსიტეტის დიპლომის პრესტიჟი მკვეთრად ეცემა — 10-დან მხოლოდ 3 მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება მასში გადახდილ სწავლის საფასურად ღირს; 31 ქვეყანას შორის ბრიტანეთი ბოლო ადგილზეა

 

Ipsos-ის Education Monitor 2026-ის მიხედვით, ბრიტანელთა მხოლოდ 28% ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში სწავლა იმ თანხას ღირს, რომელსაც სტუდენტი განათლებაში იხდის.

 

31 გამოკითხულ ქვეყანას შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია - საერთაშორისო საშუალო 53%-ია.

 

 ბრიტანელები სკეპტიკურად უყურებენ თავად დიპლომის მნიშვნელობასაც: მხოლოდ 40% მიიჩნევს უნივერსიტეტის განათლებას ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვნად. ამ მაჩვენებლითაც დიდი ბრიტანეთი 31 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა.

 

 უფრო მეტიც, სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებისთვის 39% პირდაპირ მუშაობის დაწყებას ურჩევს, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას - მხოლოდ 23%. ბრიტანეთი მხოლოდ ორი გამოკითხული ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც სამუშაოს დაწყება უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უფრო სასურველ გზად მიაჩნიათ.

 

 ამავე კვლევის მიხედვით, 71% მხარს უჭერს 14 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას, ხოლო 52% - სკოლებში ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის ChatGPT-ის, გამოყენების აკრძალვას.

 

ბრიტანელთა 56% ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ცუდად აფასებს, ხოლო მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები მშობლების თაობაზე უკეთ იცხოვრებენ.

 

 Ipsos-მა 31 ქვეყანაში სულ 23 537 ადამიანი გამოკითხა; დიდი ბრიტანეთის შერჩევა დაახლოებით 1 000 რესპონდენტს მოიცავდა.

 

წყარო

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ